შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განაცხადა.

ადვოკატი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქართული ოცნების აქტივისტი იყო, თუმცა ამბობს რომ დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქის შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

მკვლელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

| Print |
FaceBook Twitter Google