კახეთში 58 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 9 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 58 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, რაც თითქმის 4-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

უწყების ინფორმაციით, „რთველი 2021“- ის ფარგლებში მოსავალი ღვინის საწარმოებს 5000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 50 მლნ ლარს აღწევს.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 90-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /