კახეთში კიდევ 211 ინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 890 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 249, იმერეთი - 342, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 142, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 219, კახეთი - 211, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 123 საიდანაც:6 417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 743, აჭარაში - 721, იმერეთში - 1 081. მძიმე პაციენტია 1 500 პირი, მათ შორის, თბილისში - 650, აჭარაში - 167, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 32, იმერეთში - 30. 2 032 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 049 - თბილისში, 593 - აჭარაში. 24 674 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 85 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 78, ხოლო აჭარაში - 7. თვითიზოლაციაში იმყოფება 28 583 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 997 პირი, აჭარაში - 3 855, იმერეთში - 3 161.

| Print |
FaceBook Twitter Google