ლაგოდეხსა და გურჯაანში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 10
ფაქტი გამოავლინეს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ დაამზადა 0,5
კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე მერქანი. თელავის
მუნიციპალიტეტში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი.
სოფელ ნაფარეულის ტყეში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 1 ერთეული წიფლის
სახეობის ხე-მცენარე. სოფელ რუისპირის ტყეში კი, მოქალაქემ უკანონოდ
მოჭრა 2 ერთეული მუხის სახეობის ხე-მცენარე.
3 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.
მოქალაქეებმა შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე უკანონოდ დაამზადეს, ჯამში 3,5
კუბური მეტრი მუხისა და თხმელის (მურყანი) სახეობის საშეშე
მასალა.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს გურჯაანის
მუნიციპალიტეტში. სოფელ მუკუზანის სატყეო უბანში მოქალაქეებმა
უკანონოდ დაამზადეს ჯამში 1 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე
მასალა. კაჭრეთისა და შაშიანის ტყეებში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ
მოიპოვეს ჯამში 3 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმები.
მასალის გამოყენების პირობები