რეალური შანსია, 4 ოქტომბრიდან სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს- თამარ გაბუნია
ვფიქრობ, რეალური შანსია, 4 ოქტომბრიდან სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი პროგნოზით, სწავლის განახლება ყველა წესის დაცვითა და ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით იქნება შესაძლებელი.
„ტენდენცია ისეთია ეპიდემიოლოგიური კუთხით, რომ ვფიქრობ, რეალური შანსია, 4 ოქტომბრიდან სკოლების დიდ ნაწილში სწავლა განახლდეს. ამას კიდევ უფრო აძლიერებს პედაგოგებისა და სკოლის კოლექტივის აცრის კარგი და მაღალი მაჩვენებელი. 4 ოქტომბრამდე ჩვენ დაახლოებით, 3 კვირა გვაქვს რათა ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდეს და ბავშვებს სასკოლო გარემოში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში. ვფიქრობ, წინასწარი პროგნოზით, სწავლა ყველა წესის დაცვით და ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლით განახლდება", - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სკოლა / სწავლა /