ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები იზრდება
ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე საჯარიმო სანქციები იზრდება და ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შესთავაზეს, რომელთა ინიციატივას მმართველმა გუნდმა მხარი დაუჭირა.

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში:პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლში ეთანოლის შემცველობის მიხედვით, პირველ ჯერზე:არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილე - 6 თვით შეჩერება.0,7 პრომილეზე მეტი - 1 წლით შეჩერება. სიმთვრალის დადგენისთვის თავის არიდება - 1 წლით შეჩერება.

განმეორებით შემთხვევაში, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად 700 ლარიანი ჯარიმისა და მართვის უფლების შეჩერების 1 წლით გაზრდისა.

სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, როდესაც:მძღოლს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - დაჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით. ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.განმეორება - გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმისა.როდესაც მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, − დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმისა.განმეორება- გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას. ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარის ოდენობით ჯარიმისა.

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, რასაც თან მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება:
გამოიწვევს - მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას, ნაცვლად მხოლოდ მართვის უფლების 3 წლით შეჩერებისა.

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, როდესაც პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ამას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება:
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით, ნაცვლად მხოლოდ 1000 ლარის ოდენობის ჯარიმისა.

სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, როდესაც პირს მართვის უფლება შეჩერებული აქვს ამ კოდექსის სხვა მუხლით ან სხვა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის და ამას თან მოჰყვება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება:

გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით გაზრდას, ნაცვლად მხოლოდ 3 წლით შეჩერების და 1000 ლარიანი ჯარიმისა.
ზემოაღნიშნული ქმდებების განმეორებით ჩადენა:

გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით, ნაცვლად მხოლოდ 1500 ლარიანი ჯარიმისა და 15 დღემდე პატიმრობისა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში,
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა,
სეროტიპი გამოვლინდა.
თელავის მუნიციპალიტეტში წარმოებულ ქათმის ფილეს ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი გამოვლინდა.
15:13 / 24.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების
მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვის აუცილებლობა აღარ არის.
14:19 / 24.04.2024
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო
საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
12:07 / 24.04.2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი,
რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა პაკეტი, რის თანახმადაც, გზისპირა ზონებში გადამზიდველების შემოწმების მიზნით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონს ახალი ნორმები ემატება.
13:46 / 23.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.