ეპიდვითარება გაუმჯობესდა, მძიმე პიკმა გადაიარა - მარინა ენდელაძე
ეპიდვითარება შედარებით გაუმჯობესდა, მძიმე პიკმა გადაიარა, მაგრამ, ასეთი პატარა ქვეყნისთვის, ინფიცირების არსებული რაოდენობაც ბევრია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, ვაქცინაციის ტემპი გაიზარდოს და მოსახლეობამ რეკომენდაციები დაიცვას.
„თუ ძალიან არ გავფრთხილდებით, ვაქცინაციის ტემპი უფრო არ მოიმატებს და რეგულაციებს სათანადოდ არ დავიცავთ, არის საშიშროება და მოსაზრება, რომ, შეიძლება, მეხუთე ტალღაც იყოს. ვფიქრობ, თანდათან, ვაქცინირებულები წამოგვეწევიან და იმედი მაქვს, რომ მეხუთე ტალღა ისეთი მძიმე არ იქნება, როგორიც - მეოთხე“, - ამბობს მარინა ენდელაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 572 948 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 531 764, გარდაიცვალა 8 035 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google