შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ
ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზეც.

ადვოკატის განცხადებით, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზეც უარს ამბობს. მას განზრახ მკვლელობას ედავებიან და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შსს-მ რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.

| Print |
FaceBook Twitter Google