გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 სექტემბერს საქართველოში
თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა
+24, +29 გრადუსი იქნება.
უწყების ინფორმაციით, 11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე
საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია
დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო
13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29
გრადუსამდე დათბება.
თბილისში 10-11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 სექტემბერს
ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის
ფარგლებში დაფიქსირდება. 13-16 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს
ნაწილზე თბილი ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა
მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
მასალის გამოყენების პირობები