კოვიდვაქცინით 21 199 პირი აიცრა
12 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდვაქცინით 1 491 371 აცრაა ჩატარებული.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 897 427 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.4%–ს შეადგენს. ვაქცინის ორივე დოზით აცრილთა რაოდენობა 593 944–ია, მოზრდილი მოსახლეობის 20.8%.

გასული დღის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით 21 199 აცრა ჩატარდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ვაქცინა /