ვითარების დასტაბილურების შემთხვევაში საბავშვო გასართობი ცენტრები მუშაობას განაახლებენ
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, საბავშვო გასართობი ცენტრები მუშაობას 4 ოქტომბრიდან განაახლებს.

მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ ისაუბრა საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან მუშაობას განაახლებენ საბავშვო გასართობი ცენტრები.” – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google