კახეთში 91 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. 13 სექტემბრის მონაცემებით,91 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

უწყების ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან 54 ათას ტონამდე რქაწითელია, 30,5 ათას ტონამდე საფერავი, 2,4 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /