ქირურგი გივი ყაჭიური გარდაიცვალა
გარდაიცვალა კლინიკა „გიდმედის“ ქირურგი გივი ყაჭიური. ამის შესახებ ინფორმაციას, კლინიკა ავრცელებს. გივი ყაჭიური წარმოშობით გურჯაანელია და ის წლების განმავლობაში რაიონში მოღვაწეობდა.

“დღეს გიდმედისთვის უმძიმესი დღეა! ჩვენმა დიდმა ოჯახმა დაკარგა უხუცესი, უთბილესი და ყველასათვის საყვარელი ქირურგი “ივანიჩი” – გივი ყაჭიური.
უდიდესი დანაკლისია თითოეული ჩვენგანისათვის ეს საოცარი ადამიანი, რომლის მსგავსიც იშვიათია. ოჯახს ვუსამძიმრებთ დიდი გულისტკივილით.
ღმერთმა გაანათლოს მისი კეთილი და სუფთა სული”-აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google