პორტალი, რომელზეც კოვიდვაქცინით აცრილი მოქალაქეების ბაზა აიტვირთება, დღეს ამოქმედდება
სპეციალური პორტალი, რომელზეც კოვიდვაქცინით აცრილი მოქალაქეების ბაზა აიტვირთება, დღეს ამოქმედდება.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დღეს გაიმართება ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც დეტალურად იქნება განხილული შემუშავებული აპლიკაციის დანერგვის მეთოდები.

პორტალი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ადამიანის სტატუსი განსაზღვრონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუშვან ის კონკრეტულ სივრცეში.

| Print |
FaceBook Twitter Google