კახეთში კიდევ 272 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1167 თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარა - 220, იმერეთი - 498, ქვემო ქართლი - 194, შიდა ქართლი - 279, გურია - 71, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 272, მცხეთა-მთიანეთი - 93, სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 42.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 772 საიდანაც: 5 882 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 428, აჭარაში - 664, იმერეთში - 1 046.  მძიმე პაციენტია 1 387 პირი, მათ შორის, თბილისში - 557, აჭარაში - 167, იმერეთში - 356. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში - 207, აჭარაში - 29, იმერეთში - 25. 1 539 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 903 - თბილისში, 367 - აჭარაში. 20 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 76, ხოლო აჭარაში - 2. თვითიზოლაციაში იმყოფება 22 999 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google