გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიებში კოვიდსაწინააღმდეგო აცრები დაიწყო
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება კახეთში, სოფლების ამბულატორიებშიც იქნება შესაძლებელი. ამბულატორიებში ვაქცინაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან დაიწყო.
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით შერჩეულია სოფლები: ველისციხე, გურჯაანი, კაჭრეთი, კალაური და შაშიანი. მოსახლეობას ამბულატორიაში სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინის გაკეთება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ აქამდე, ვაქცინაცია მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებში ტარდებოდა.

| Print |
FaceBook Twitter Google