იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი ინფიცირებულთა კლება იქნებოდა - მარინა ენდელაძე
დღევანდელმა დღემ ძალიან შეგვაშფოთა, იმედი მქონდა, რომ ცოტა ხანი
ინფიცირებულთა კლება იქნებოდა, - ამის შესახებ ინფექციური
საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა
ენდელაძე განაცხადა.
„ხვალინდელი მონაცემები უფრო მოგვცემს იმედს და ზუსტ ინფორმაციას, რა
სიტუაციაა. მეხუთე ტალღა დაიწყო, თუ ეს იმ ტალღის გაგრძელებაა -
ჯერჯერობით ეს პასუხგაუცემელი კითხვაა“, - აღნიშნა მან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 515
ადამიანს დაუდასტურდა.
მასალის გამოყენების პირობები