„მთავარი არხის“ ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ქარელში დაშავებული „მთავარი არხის“ ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის გვიან ღამით თბილისის „ნიუ ჰოსპიტალში“ დიაგნოზის დასაზუსტებლად გადაიყვანეს. 
ინციდენტი ქარელში გუშინ მოხდა. როგორც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, გადამღებ ჯგუფს „ქართული ოცნების“ შტაბში თავს დაესხნენ და ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან თვითმხილველები. მათი ინფორმაციით, ოპერატორს არავინ შეხებია, მან წონასწორობა დაკარგა და კიბის ზედა საფეხურზე დავარდა. ინციდენტის შემდეგ ხმაური იყო ქარელის საავადმყოფოში, სადაც დაშავებული ოპერატორი გადაიყვანეს. იქ ჩასულ ნიკა გვარამიასა და კლინიკის ეზოში შეკრებილ ადგილობრივებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

| Print |
FaceBook Twitter Google