სკოლებში მასწავლებლებისა და თანამშრომლების 60%-მდეა აცრილი
განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, სკოლებში მასწავლებლებისა და თანამშრომლების 60%-მდე აცრილია.

მისი თქმით, პედაგოგებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.
„პედაგოგებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, სკოლების მასწავლებლებისა და თანამშრომლების 60%-მდე აცრილია. ვაქცინაციის მსურველებიც არიან. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას და განსაკუთრებით მშობლებს, რომ დაიცვან თავიანთი შვილების ჯანმრთელობა აიცრან. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ალბათ არ დადგება საჭიროება, რომ პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს და არც განვაცხადებთ“,-განაცხადა ეკატერინე ხუციშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google