საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 23% სრულად აიცრა
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 15 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 25 150 ადამიანი.
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ბოლო 6 თვის განმავლობაში გაკეთებულია 1 589 024 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 32.5%. სრულად ვაქცინირებულია 660 832 - მოზრდილი მოსახლეობის 23.1%.

| Print |
FaceBook Twitter Google