კახეთში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი მაღალია
დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კორონავირუსის შემთხვევების დადებითობისა და ლეტალობის მაჩვენებელიც კახეთში ჯერ კიდევ მაღალია.

” ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ მაღალია. ვაქცინაციის პროცესი მიდის, მაგრამ ჯერჯერობით, გადადების ჯაჭვის გაწყვეტა არ ხერხდება. დადებითობის მაჩვენებელიც მაღალია და ლეტალობაც” – განაცხადა მან.

დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში 3143 აქტიური შემთხვევაა, აქედან 2900 პირი დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 28 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 215 კი, სტაციონარში იმყოფება.

სექტემბრიდან დღემდე, კახეთში 33000 ინფიცირებული გამოვლინდა და 260 პაციენტი გარდაიცვალა. სულ რეგიონში, 70046 კოვიდსაწინააღმდეგო აცრაა ჩატარებული.

| Print |
FaceBook Twitter Google