ნიკა მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ
პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დღეს განიხილება.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამართლებლივი დასკვნა ბიუროზე გადაიგზავნება და შემდგომ განიხილება.

ამასთან გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა კომენტარებს იმას თაობაზე, თითქოს პარლამენტმა ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით პროცედურები დააჩქარა და ავტორებს მოუწოდა რეგლამენტის შესაბამისი მუხლები წაიკითხონ.

| Print |
FaceBook Twitter Google