მაია რჩეულიშვილი დღეს საპატიმროს დატოვებს
ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებული მაია რჩეულიშვილი ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.

მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა. ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, "მაგნოლიას" ეპიზოდსაც მოიცავდა.

| Print |
FaceBook Twitter Google