ციციშვილის კლინიკაში 64 კოვიდინფიცირებული მოზარდი მკურნალობს
ამჟამად კლინიკაში 64 ბავშვი წევს, დანარჩენი მშობლები არიან - სულ 102 ადამიანი, - ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 20 პაციენტი წევს, 2 ეწერება და 5 თავისუფალი ადგილია.
„რეანიმაციაში არიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, 3 მათგანი მართვით სუნთქვაზეა. კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი დ საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება მომართვიანობას, ბოლო 10 დღეა შემცირდა“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google