კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების- ლევან რატიანი
ექიმი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში ისრაელში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ძალიან მყარია და ის შეიძლება, მთელი ცხოვრებაც გაგრძელდეს.

„იმედია, მალე დავამარცხებთ პანდემიას! მალე ჩამოყალიბდება პოპულაციური იმუნიტეტი! ამის საფუძველი ბიოლოგიის კანონია, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს! იმუნიტეტი პოპულაციური ჩამოყალიბის ფაქტორებია: გადატანილი ინფექციის შედეგად ჩამოყალიბებული იმუნური სტატუსი და უსაფრთხო ვაქცინაცია! ამის დასტური სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების კვლევები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ 19 და გამოჯანმრთელდნენ, 7-8 თვე და შესაძლებელია ათწლეულები, ან მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი ინარჩუნებდნენ მყარ იმუნიტეტს SARS-CoV-2 ის მიმართ. დაავადების შედეგად გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა გარკვეული თვეების გასვლის შემდეგ შესაძლებელია, მინიმუმამდე შემცირდეს, მაგრამ T და B უჯრედები იმახსოვრებენ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარმოქმნიან ახალ ანტისხეულებს, ორგანიზმს თუ კვლავ შეხება მოუხდა ამ ვირუსთან. ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვიდრე ვაქცინირებულების. მეცნიერების თქმით, Pfizer-BioNTech- ით სრულად ვაქცინირებული ადამიანების დელტა შტამით ინფიცირების შანსი 6 – ჯერ მაღალი იყო ვიდრე მათი, ვინც იმუნიტეტი ბუნებრივად გამოიმუშავა. ის ფაქტი, რომ კოვიდგადატანილების აცრის შემდეგ მათი ანტისხეულების რაოდენობა გაიზრდება, ამას დიდი მტკიცება და ექსპერიმენტი არ სჭირდება, მაგრამ ამ გზით გაზრდილი ანტისხეულების რაოდენობა არანაირ კლინიკურ სარგებელს არ იძლევა და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს რისკისა და სარგებლის თანაფარდობა! ვაქცინაციას მასობრივად შეუძლია სიცოცლის გადარჩენა! ვაქცინაცია მედიცინის მონაპოვარია! მას მასობრივად შეუძლია გადარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! ფაქტი ერთია, მთავარია პოპულაციიური იმუნური სტატუსის ჩამოყალიბება, რაც სუმარული ჯამია პოსტ-ინფექციის და ვაქცინაციის! მყარი იმუნიტეტი პოსტინფექციურ ადამიანებში, როგორც ევროპის ზოგიერთი ინსტიტუცია გვეუბნება, არის გატანილებში + ერთჯერადი ვაქცინაცია! არა ქაოსს! სიმშვიდით, სიყვარულით და გვერდში დგომით გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ! აუცილებლად გადავრჩებით!

| Print |
FaceBook Twitter Google