გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო
თამარ გაბუნიამ განმარტა, გახდება თუ არა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აცრა ქვეყანაში არის ნებაყოფლობითი და ჯერჯერობით ეს აცრა ჩვენთვის იქნება ნებაყოფლობითი, მოქალაქის გადაწყვეტილებით. სხვაგვარი მოდელი ჯერჯერობით არ განიხილება“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 595 264 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 559 996, გარდაიცვალა 8 541 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google