სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები იქნებიან პირველი, რომელთან დაკავშირებითაც ვაქცინის მესამე დოზაზე ვისაუბრებთ - თამარ გაბუნია
ჩვენთვის სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირების ჯგუფი იქნება პირველი, ვისთან დაკავშირებითაც “ბუსტერ” დოზაზე ვისაუბრებთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ისევ დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე.
თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინის გამაძლიერებლ, ე.წ. “ბუსტერ-დოზებთან” დაკავშირებით არსებობს ექსპერტების ტექნიკური გადაწყვეტილება, თუ რამდენად არის “ბუსტერი” აუცილებელი იმისთვის, რომ ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი მყარი იყოს:


“ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან თუ რამდენად არის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები უკვე არსებობს და საერთაშორისოდ, დაახლოებით, 6-8 თვე არის რეკომენდებული მესამე დოზისთვის. უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე და ეს იქნება ჩვენთვისაც პირველი ჯგუფი ვისთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ „ბუსტერ“ დოზაზე. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ისევ დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომელიც ჯერჯერობით ასეთი მკაფიო და ცალსახა „ბუსტერი“ დოზის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის”, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google