ციციშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 ბავშვია
ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 ბავშვია მოთავსებული.

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 3 ბავშვი იმყოფება.

„კლინიკაში 106 პაციენტია, საიდანაც ბავშვია 76. რეანიმაციაში 24 ბავშვი მკურნალობს, მართვით სუნთვაზე იმყოფება 3 ბავშვი, აქედან ერთია ორ თვემდე, მეორე 15 წლის და ასევე 4 წლის“, - აღნიშნავს მაია ჩხაიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ბავშვი / კლინიკა /