ზიარი-გურჯაანის გზის რეაბილიტაცია დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება
ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება. გზის ნაწილი უკვე მოასფალტდა, მეწყერსაშიში მონაკვეთები კი გამაგრდა. მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
7 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაზე სულ 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, იგი კაჭრეთის ზონის 10 სოფელს ქალაქ გურჯაანთან დააკავშირებს, გადაადგილების მანძილს კი 35კმ - ით შეამცირებს.

„ჯამში არის შვიდკილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც არამარტო თბილისისკენ მიმავალ ავტომობილებს შეუმცირებს მანძილს და დროს, არამედ კაჭრეთის ზონის მოსახლეობასაც იოლად დააკავშირებს რაიონულ ცენტრთან. პირველი ფენა ასფალტები უკვე დაგებულია პარკის შესასვლელამდე. ქვემოთ ნაწილზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. “

მისივე თქმით, ზიარი-გურჯაანის დამაკავშირებელი გზა ,სავარაუდოდ, 1 თვეში გაიხსნება.

| Print |
FaceBook Twitter Google