ცენტრი ემხრობა იმას, რომ პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სრულად მომხრეა სამედიცინო პერსონალისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

„ჯერჯერობით, ამაზე ერთიანი აზრი არ არის. უმრავლესობა, როგორც საზოგადოება, მაინც ემხრობა იმას, რომ ეს ნებაყოფლობითი იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მეხუთე ტალღა შედარებით რბილი იყოს, ვიდრე იყო შავი აგვისტო და ძალიან მძიმე მეოთხე ტალღა, ნოემბრამდე, მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე, 40% ორჯერადად უნდა აიცრას და ამასთან ერთად, საზოგადოებამ მთავარი რეკომენდაციების დაცვა უნდა გააგრძელოს.

| Print |
FaceBook Twitter Google