კახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე გათბება.

ლაგოდეხში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +27 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /