სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ
ცესკომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მხარი დაუჭირა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ განაცხადა, საკითხი მეორეჯერ გავიდა კომისიის სხდომაზე და შესაბამისი მხარდაჭერა მოიპოვა.
„რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში კოვიდინფიცირებული პაციენტები შეძლებენ მერისა და პროპორციული წესით ასარჩევი ბიულეტენების გამოყენებას და შესაბამისად თავისი საარჩევნო უფლების რეალიზებას“, - განაცხადა მან.


ცესკო-ს წევრის დიმიტრი ჯავახაძის განცხადებით, ე.წ. კოვიდ უბნები 73-ივე ოლქში გაიხსნება.
„სამინისტროდან მივიღეთ პასუხი კოვიდამომრჩევლების რაოდენობისა და მათი დისლოკაციის ადგილების შესახებ. შესაბამისად, წინა სხდომისგან განსხვავებით დღეს სრულად იყო წარმოდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები სხდომაზე და 15-კაციანი მხარდაჭერა მოხდა ამ დადგენილების, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან საქართველოს მასშტაბით 73-ივე ოლქში გაიხსნება ე.წ. კოვიდუბნები და ამომრჩევლები შეძლებენ როგორც მერის, ასევე პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ცესკოს წევრმა დიმიტრი ჯავახაძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google