კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ საქართველოში 600 ათასს გადააჭარბა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 600 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსი კიდევ 2 016 ადამიანს გამოუვლინდა და ჯამში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 600 412-ს მიაღწია. მათ შორის გამოჯანმრთელდა 567 797, გარდაიცვალა 8 664 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

| Print |
FaceBook Twitter Google