პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
დღეს გურჯაანში „პაპას ბაღში“ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ კახეთის მასშტაბით დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. შეხვედრას პარტიის ლიდერები: გიგა ბოკერია და გიგი წერეთელი ესწრებოდნენ.

„დღეს ჩვენ აქ ვხვდებით კახეთის გუნდს, ვინც საარჩევნო კამპანიაშია ჩართული. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნისთვის სასარგებლო იქნებიან თვითმმართველობაში. ამ წუთებში ყველა ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად დასამარცხებლად, რომ ისინი შეეგუონ თავის ბედს და ვადამდელი არჩევნები დანიშნონ. ეს არის ჩვენი გუნდის მისია. მიხარია, რომ აქ ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც დიდ საერთო საქმეში სერიოზულ წვლილს შეიტანენ. ჩვენ ვართ ის გუნდ, რომელსაც შეიძლება ყველა მოქალაქე დაეყრდნოს. იმიტომ ჩამოვედით, რომ ერთმანეთს ჩვენი აზრი გაუზიაროთ და გავაგრძელოთ ის კამპანია, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოს ისტორიაში, “- აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ.

| Print |
FaceBook Twitter Google