ნაფიცმა მსაჯულებმა თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებული, თელავის კრიმინალური პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე, ვანო ზანდარაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს.

ამ გადაწყვეტილებამდე 11 მსაჯული თითქმის 10 საათის განმავლობაში მსჯელობდა. სასჯელის ვადის დადგენაზე სასამართლო ცოტა ხანში იმსჯელებს.
ვანო ზანდარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობდა. სახელმწიფო ბრალდება მას თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, 38 წლის ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის დაჭრას ედავება. შემთხვევა 26 დეკემბერს თელავის რაიონის სოფელ იყალთოში მოხდა.

| Print |
FaceBook Twitter Google