ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12 948 ადამიანი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 42 006 ადამიანი აიცრა.

ბოლო რამდენიმე დღეა, საშუალო დღიური აცრის მაჩვენებელი 13-14 ათასის ფარგლებშია. ბოლო 24 საათში 12 948 ადამიანი აიცრა. 23 სექტემბრის მონაცემებით, სულ 1 700 895 აცრაა ჩატარებული. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%, სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%.

| Print |
FaceBook Twitter Google