კახეთში 96 ათასი ტონა რქაწითელი და 60 ათასი ტონა საფერავია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 164 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

გადამუშავებული ყურძნიდან 96 ათას ტონამდე რქაწითელია, 60 ათას ტონამდე საფერავი, 3,3 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ყურძენი /