კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 698 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 603 763-ს.გამოჯანმრთელდა 1 910 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 572 353.გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 749 პირი ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google