კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 231 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 231 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.74 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 208 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.5 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google