კორონავირუსით კახეთში კიდევ 250 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 518 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება:აჭარა - 120, იმერეთი - 325, ქვემო ქართლი - 92, შიდა ქართლი - 72, გურია - 52, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 250, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 635 საიდანაც:4 810 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 820, აჭარაში - 478, იმერეთში - 945. მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში - 410, აჭარაში - 128, იმერეთში - 299. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი, მათგან თბილისში - 179, აჭარაში - 32, იმერეთში - 33.964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 514 - თბილისში, 287 - აჭარაში.16 861 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 10. თვითიზოლაციაში იმყოფება 19 039 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google