თვითიზოლაციაში მყოფ პირებს შეუძლიათ გადასატანი ყუთი მოითხოვონ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, შეუძლიათ გადასატანი ყუთით ისარგებლონ. ამისთვის კი თითოეულმა მათგანმა ცესკოს ცხელ ხაზზე, 25–დან 27 სექტემბრამდე უნდა დარეკონ.

„მივმართავთ თვითიზოლაციაში მყოფ იმ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამის მონაცემთა ბაზაში, 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით, 25 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, ზეპირი განცხადებით მოგვმართონ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (შიდა ნომერი 0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google