თიანეთის საძოვრებზე ალვანელი მწყემსი მოკლეს
თიანეთის მთებში საძოვარზე 60 წლამდე მწყემსი მოკლეს. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობსი მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია შსს-ის გავრცელებულ განცხადებაში.
ცხედრის პოვნიდან რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 წლამდე პირი დააკავა.

| Print |
FaceBook Twitter Google