ლაგოდეხში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ფორდის ტიპის ავტომობილი გზაზე მოცურდა და გადაბრუნდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, წნორის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.გამოძიება მომხდარ ფაქტზე შიშის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო

| Print |
FaceBook Twitter Google