სოფელ ომალოში კესელოს ციხის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში უხვი ნალექის შედეგად, მე-18 საუკუნის კესელოს ციხის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა.

როგორც კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი აცხადებს, უხვმა ნალექმა ასევე პრობლემები შეუქმნა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე და 57 კმ-ს. მისი ინფორმაციით, გზებზე ჩამოშლილია ქვა-ღორღი. შიოშვილის განცხადებით, ზოგიერთ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა.

ამასთან, მისივე თქმით, გაწმენდით სამუშაოებს მას შემდეგ დაიწყებს გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია, როდესაც მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ სპეციალისტების დასკვნა გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კესელო / ციხე /