ბოლო პერიოდში, ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ეპიდვითარების დამძიმება არაა მოსალოდნელი.

მისივე თქმით, საგრძნობლად არის შემცირებული ვაქცინაციის მსურველი პირების რაოდენობა, რაც კორონავირუსის მეხუთე ტალღის სავარაუდო მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს.ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ყველა მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას განსაზღვრავს, გაუმჯობესებულია.

„აგვისტოსთან შედარებით მდგომარეობა ბევრად უკეთესია. ყველა მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს – ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი და ყველაზე მძიმე ინდიკატორი, სიკვდილიანობაც კლებისკენ არის. დადებითობის მაჩვენებელი განსაკუთრებით ერთი კვირაა, 7 პროცენტს ჩამოცილებულია. ეპიდვითარება უმჯობესდება, მაგრამ სრული დამშვიდებისკენ ჯერ შორს ვართ. იგივე 1 132 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, არ არის ცოტა. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google