გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბრამდე დასავლეთ
საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24
გრადუსის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 27-28 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
29-30 სექტემბერს კი მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის
ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს.
თბილისში 27-28 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +22,
+24 გრადუსი დაფიქსირდება. 29-30 სექტემბერს მოიღრუბლება და
დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე
დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები