სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა, მეორედ არ დავანგრევინებთ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ მშვიდად ჩავატარებთ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა და მეორედ ამის საშუალება აღარ მიეცემა.
„სააკაშვილმა ერთხელ უკვე დაანგრია ქვეყანა. ჩვენ მეორედ არ ავარევინებთ და დავანგრევინებთ ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: „ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google