სამწუხაროდ, მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა- ივანე ჩხაიძე
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოსახლეობის 80%-ის აცრა წლის ბოლომდე სრული ფანტასტიკაა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულებაა.
„მარტივი არჩევანი გვაქვს - ან ვიკეთებთ ვაქცინას და გადავრჩებით, ან არ ვიკეთებთ ვაქცინას და მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ეს რიცხვები კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ტვირთი“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 421-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 760 878 აცრა გაკეთდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ჩხაიძე /