დღეს მუზეუმებში ვიზიტი უფასოა
კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დღეს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო მუზეუმებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასოა.

„მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის პოპულარიზაციისთვის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს, იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ისტორიის ნაწილს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვიზიტი / მუზეუმი /