საბავშვო ბაღები ოთხი ოქტომბრიდან გაიხსნება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, ოთხი ოქტომბრიდან სწავლა საბავშვო ბაღებშიც განახლდება.

„4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები“,-განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google